თურქ ბიზნესმენთან გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება  გაფორმდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, "გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 31 მაისს ბათუმში, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

2022 წლის 2 ივნისს პროკურატურამ გალიფ ოზთურქს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა

2022 წლის 7 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა

2023 წლის 27 თებერვალს თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.