საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 166-ე საჯარო სკოლის მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების საკითხი განიხილეს.
მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განიხილება 166-ე საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის სრული შემადგენლობით 155-ე საჯარო სკოლის შენობაში გაგრძელება. ამ ეტაპზე, მშობლების ჩართულობით, მიმდინარეობს სასწავლო პროცესის ახალი განრიგის შემუშავება.
ამასთან, სკოლის სრულად განთავსებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიების მიზნით, სკოლის მიერ გამოცხადებულია ღია ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.