გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდება. დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შპს „სმარტ ფიდის“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კომბინირებული საკვების საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნობა; სოფელ სართიჭალაში კომპანიის „Cadel Business“ ვაშლის ბაღებს დაათვალიერებს.
კახეთში, დედოფლისწყაროში დავით სონღულაშვილი ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობ მეურნეობაში მეხორბლე ფერმერებს შეხვდება; სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საკონსერვო საწარმოს „ჯეონატურალსი“ ესტუმრება, წარმოების პროცესს და სამომავლო გეგმებს გაეცნობა;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, მესაქონლეობის ფერმაში (შპს „თეთრი ფერმა“) იმ ფერმერებთან გამართავს შეხვედრას, რომლებიც დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მესაქონლეობის მიმართულებით საქმიანობენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე.