საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი გვარაკიძემ ირაკლი ყანდაშვილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საქართველოს პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ადვოკატებსა და პროკურორებს შორის პროფესიული პრაქტიკის გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრის დასასრულს გიორგი გვარაკიძე და ირაკლი ყანდაშვილი სამომავლოდ აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებასა და პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს.




