ნიკა გვარამია გამოცდილი პროპაგანდისტია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პოზიტიური, პირიქით, საკმაოდ დიდი გამოცდილებით როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე იმ პროპაგანდისტული სივრცის შექმნაში, რომელიც ამ ისტერიკას თესავდა, როდესაც კონკრეტულ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
"რასაკვირველია, დაპირისპირება სახეზეა. ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას. ამას დაშლას ვერანაირად ვერ დავარქმევ, რადგან იდეა აერთიანებთ და ამ იდეის გარშემო გვარამიაც, სააკაშვილიც, წითლიძეც, ხებეიშვილიც და ნებისმიერი სხვა ადამიანიც ერთადაა. ერთმანეთს ხან შეეკამათებიან, ხან მოეფერებიან და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ ამ ფრთასთან თუ მეორე ფრთასთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. არც შავი ფული აქვს 40 მილიონი, რომ ამ მავნებელთა სასარგებლოდ დაარიგოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიხეილ სააკაშვილის რესურსზე, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები