დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროსთან გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ადგილზე მისულ მოქალაქეებს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა გამოსახულებებისა და გზავნილებით სტენდების დათვალიერება და სხვადასხვა სიმბოლური აქსესუარის შეძენა შეეძლოთ.

როგორც ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, 105 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ამ დღეს დააფუძნა ნამდვილი იმ დროს მოწინავე და დღევანდელი გაგებითაც ევროპული, თავისუფალი რესპუბლიკა, რითაც დაამტკიცა, რომ ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ძალიან მრავალფეროვან საზოგადოებას აერთიანებდა ჩვენი ქართული ევროპული იდენტობა, ის რომ ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი.

„ეს ამბავი მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, იმიტომ რომ საბჭოთა კომუნისტურმა სტალინისტურ-ლენინისტურმა რუსეთმა სისხლში ჩაახშო ჩვენი თავისუფალი რესპუბლიკა და დღეს ჩვენ იგივე გამოწვევის წინაშე ვართ იგივე მტრისგან. დღესაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავამტკიცოთ ეს, დავიცვათ ჩვენი ევროპული იდენტობა და დავაფუძნოთ რესპუბლიკა, რომელიც სამუდამოდ გასტანს“ - თქვა გიგა ბოკერიამ

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ადგილზე გამოფენილია ჩვენი წინაპრების ის გზავნილები, რაც ჩვენს კულტურულ და ეროვნულ იდენტობას განსაზღვრავს.

„საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი, მათ ევროპის დროშაც კი ჩამოგლიჯეს უკვე, თუმცა დროშით, თუ უდროშოდ, ეს არის პუტინისტი რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს, რათა ჩვენ ევროპისკენ სვლა განვაგრძოთ.

სწორედ ამიტომ, 28 მაისს 20:00 საათზე პარლამენტთან ჩვენ ვმართავთ აქციას, სადაც ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 105 წლის აღსანიშნავად აწმყოზე ვისაუბროთ, რომელიც არის რუსული და იმისთვის, რომ აწმყო შეცვალოთ, ჩვენი წინაპრების ისტორიული ანდერძი შევასრულოთ და  გავაგრძელოთ მათი მემკვიდრეობა, რათა დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში ეს რუსული რეჟიმი უნდა შეცვალოთ“ - თქვა თამარ ჩერგოელიშვილმა