არასდროს გავურბოდით დებატებს. დებატები უნდა იყოს ობიექტური, მიმართული იმისკენ, რომ ობიექტური რეალობა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს და არა იმისთვის, რომ „ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტული საშუალებებით მოხდეს ისევ „ოცნების“ პროპაგანდის კვება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

"ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს წარსულს შევახსენებ. ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი მერობის კანდიდატები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთხელ მოუწოდებდნენ „ოცნების“ კანდიდატებს, დებატებში ჩართულიყვნენ, რაზედაც, სამწუხაროდ, პასუხი ვერ მიიღეს და ეს დებატები მუნიციპალურ დონეზე არ შემდგარა. ჩვენ არასდროს გავურბოდით დებატებს. დებატები უნდა იყოს ობიექტური, მიმართული იმისკენ, რომ ობიექტური რეალობა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს და არა იმისთვის, რომ „ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტული საშუალებებით მოხდეს „ოცნების“ პროპაგანდის კვება. ჩვენ ობიექტურ, რეალურ დებატებზე არასდროს გვითქვამს უარი.

არაერთხელ გვითქვამს, რომ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. დღეს თუ ვინმე საუბრობს გაერთიანებაზე, შეუძლიათ, გაერთიანდნენ, განსაკუთრებით, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც „ნაცების“ წიაღში შეიქმნენ. მათ შეუძლიათ, გაერთიანდნენ და თავიანთ ამომრჩეველს შესთავაზონ გაერთიანებული ხედვები. ჩვენ მანამდეც არ განვიხილავდით და დღესაც არ განვიხილავთ გაერთიანებას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.