პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა, - წერს უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც საფრანგეთში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
„პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა.
2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს.
არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა. ძალადობა დემოკრატიის სახელითაც დანაშაულია…
თბილისშიც, პარიზშიც და ანტანანარივუშიც!”,- წერს ჩაკვეტაძე.