მე ასეთი ჭორებიც მსმენია, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა. შეიძლება, აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ, არ ვიცი, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დაუსვა კითხვა, რომ როგორც ატყობს, ის პარლამენტში შესვლას აპირებს.
გახარიას თქმით, კომისიას მისი ქმედება როგორც უნდა ისე შეუძლია, გაიგოს.
„თუ გამიმხელთ რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ, შეაფასოთ. ჩემთვის, ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს. ამის იქით, შეიძლება, ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, არ ვიცი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა. შეიძლება, აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ, არ ვიცი“, – განაცხადა გახარიამ.