საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი და მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ბიოლოგიური დედა, მანანა არჩვაძე საკუთარი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,არცერთ მტერზე ნაკლები,ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას. რასაც, დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ.ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები,რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას." - წერს გიორგი გამსახურდია.