საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია, 2024 წლის დეკემბერში, ამერიკელ გავლენიან პირთან საუბარს იხსენებს, სადაც მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველანაირი წნეხი მოიხსნებოდა და უსარგებლო ორგანიზაციებიც დაიხურებოდა. 

"2024 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, პრეზიდენტ ტრამპს არჩევნები უკვე მოგებული ჰქონდა. მძინარე ჯოს დამარცხებულ მავნებელ ადმინისტრაციას კი, ქართველ აკაცუკებთან ერთად, ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ მთელი მასშტაბით ფრონტი გაშლილი. ჩემი ამერიკელი მეგობარი შემხვდა ბუდაპეშტში, საკმარისად გამოცდილი და გავლენიანი (სახელს და გვარს არ დავასახელებ), ამ კაცმა მითხრა, შევა თუ არა ბატონი პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში, წნეხიც მოიხსნება და ყველაფერი გამოსწორდებაო, ასევე ყველა ამ უსარგებლო ორგანიზაციებს დახურავს და მთავარია, ახლა თქვენ ეს ორი თვე გაუძლოთ, რომ შეცვლილი რეალობა არ დახვდეთ ახლებს ადგილზეო.

აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ კიდევ მერამდენედ, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა. ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით/ეძახდით პოლიტიკოსებს სხვისი შპარგალკებით და ათასი თითლიბაზობით მოთამაშეებს." - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.