კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სამედიცინო გამოკვლევების გამო, პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ვივა-მედში გადაიყვანეს. - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა "ტვპირველის" ეთერში.
ადვოკატის თქმით, მისი ჯანმრთელობის შესახებ არ აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია.
ასევე მისი განცხადებით. ნიკა მელიას ახალ ბრალს წარუდგენენ , მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფისთვის.
"დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია, საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოსდა მოხდა რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, ჩატარებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველანი ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია." - თქვა კონდახიშვილმა




