საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს
„შესაძლებლობა გვქონდა, რომ გავსაუბრებოდით ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. იცით, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციასთან გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მათ შორის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების ნაწილში. ჯეი დი ვენსმა კარგი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მან იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.




