საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესა და მის მოადგილე ზვიად გაბისონიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. შესაბამისი ჯილდოები მათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გადასცა.
ღონისძიების დასასრულს, გივი მიქანაძემ წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2026 წელს 18 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 321 კურსდამთავრებული ჰყავს.