ხვიჩა კვარაცხელიამ გამაღვიძა ყველაფერი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა. 

კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ კვარას გამო. ფეხბურთი უყვართ კვარას გამო. ეს იყო ჩემთვის ოცნება, რომ ჩემს გამო ვინმე გამოსულიყო ფეხბურთელი. მაგის გამო იმდენ ბავშვს უნდა კვარაცხელია იყოს, აი ეს შეცვალა. ამაზე ზევით, ამაზე მეტი ფეხბურთს ვერ მისცემ, აი კვარას გამო ბავშვს უნდა ფეხბურთელობა. მაგაზე დიდი მიღწევა ადამიანს არ მგონია ჰქონდეს, შენს გამო რაღაც სპორტის სურვილი აქვს. 

ის რომ ხალხი მოდის და სტადიონები რომ ივსება ეს კარგია, მაგრამ, აი იმ ბავშვებს რომ ფეხბურთის თამაში უნდათ კვარას გამო, ეს არის მთავარი მიღწევა კვარასთვის და  ყველასთვის და ყველა უნდა იყოს ამაყი, რომ ფეხბურთელებს ზრდიან. - ამბობს გურამ კაშია "GeoTeam" - თან.