ამ ქვეყანაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში " ხალხთან ერთად" განაცხადა. 

 ამ ქვეყანაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ქოცებს აძლევს ხმას, ხოლო მეორე სახის დეგენერატები ის ჯენზიკები არიან, რომლებიც 150-ე დღეა რუსთაველზე დგანან და არ აინტერესებთ რომ ატყუებს ყველა, ოპოზიციური პარტიები - 4, 5, 9, 25-დან დაწყებული, დამთავრებული ტელევიზიებით და ამ ხნის მანძილზე, არ აქვთ მიზანი ჩამოაყალიბონ მოთხოვნა, ერთ დღეს ერთს ითხოვენ, მეორე დღეს - მეორეს... " - განაცხადა იაგო ხვიჩია "ფორმულას" ეთერში.