საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევე ტროლავს ქართულ ოპოზიცია – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ , „გირჩს“ პროცესებში ჩართვა არ სურს და ამბავს სერიოზულად არ უყურებს.
„ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისევე ტროლავს ქართულ ოპოზიციასა და საზოგადოებას, როგორც, თუ არ ვცდები, რუსმა ტროლებმა თვითონ გაუკეთეს. ამ პროცესში ჩვენ არ გვინდა ჩარევა და სერიოზულად არ ვუყურებთ ამ ამბავს. აქამდე რომელიღაც პლატფორმაში გაერთიანებულ ჩვენს ოპოზიციას ამ თემას გასართობად დავუტოვებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.