პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა

"მე გითხარით, რომ პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, მისი გუნდის ერთგული მხარდამჭერი და ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე, რომ გავიდე პოლიტიკიდან. წინასწარ, რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება. შეიძლება, აღარ მომიწიოს, შეიძლება, მომიწიოს, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, მივყვეთ ცხოვრებას და ყველას გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.