„არავითარი კრიზისი არ არსებობს, ოპოზიციაში არის უმძიმესი მდგომარეობა, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის, თუ რაიმეს შეიძლება, ეწოდოს კრიზისი. თავისთავად, ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ.– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"თვითონ ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და გარედან კარნახობენ ამ ყველაფერს. იმასაც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც აკეთებენ მაგალითად, „ნაცმოძრაობის“, ასევე, „ახალის“ წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი „აბულინგებენ“ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რათა მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, მგონია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებსაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ადრე სხვას აბულინგებდი, ახლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.