რა კონცეფციაც დამტკიცდა, თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე, რომ ყოველგვარი კომპრომისების გარეშე განხორციელდება რეფორმა, დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად. რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, არ მითქვამს არც ერთხელ, რომ ვიქნებოდით უკომპრომისოები, ხისტად პრინციპულები და ა.შ. პირიქით, ჩვენ ველოდებოდით, გუშინაც ვიცოდით, რომ გვექნებოდა დღეს კონსულტაციები ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, გაერთიანებასთან დაკავშირებით არც ერთხელ არ გამიკეთებია რაიმე ხისტი და მკაცრი კომენტარი. ხისტი და მკაცრი კომენტარი ახლაც შემიძლია გავაკეთო კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
რა კონცეფციაც დამტკიცდა, თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში, ეს არის პრინციპული ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




