საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

პრემიერი ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის  შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, ესპანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა