ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა. 

„საქართველოს მაგალითზეც ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. გახსოვთ, რომ აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში ჩართული იყო კონკრეტულად უილსონიც და ამ ყველაფერსაც რეალურად ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა აშშ-ში. ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.