პოლიტიკური პარტიები როცა დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგი არ აწყობთ და თან ამას საგარეო ზეწოლა-წაქეზებით აკეთებენ, ბუნებრივია, ობიექტური კრიზისის წინაშე დგებიან. ეს კრიზისი მათი ქმედებებიდან გამოწვეული ობიექტური მოცემულობაა. ამაში ნაკლებად არის დამნაშავე „ქართული ოცნება“ და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი.  – ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციის უმრავლესობა ალბათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ოპოზიციაში დავაა, ვინ გახდება ლიდერი, შიდა ბრძოლებში არიან ჩართული,

მისივე თქმით, ოპოზიცია კრიზისის წინაშე დგას, რადგან ხალხის არჩევანსა და სახელმწიფოს ებრძვიან.

„რაც დათესეს, იმას იმკიან. კრიზისი დაუდგათ, რადგან ხალხის არჩევანსა და სახელმწიფოს ებრძვიან, ეს მათი პოლიტიკის შედეგია. ამაში დამნაშავე არც ხალხი და არც „ქართული ოცნებაა“, თავიანთ თავს მოჰკითხონ. რაც შეეხება ოპოზიციის დაპირისპირებას არჩევნებზე, ალბათ არჩევნებში მათი უმრავლესობა მონაწილეობას მიიღებს. ოპოზიციაში დავაა, ვინ გახდება ლიდერი. ამ შიდა ბრძოლებში არიან ჩართული. მათი შიდა ინტრიგები ისევ გაგრძელდება და ეს არახალია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.