საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს სანაპირო წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მე-5 ადგილი დაიკავა!
გადამწყვეტ მატჩში ჩვენმა ბიჭებმა ამერიკის შეერთებული შტატები 3:2-ით დაამარცხეს.
დიდი მადლობა მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს ამ გამარჯვებისთვის! - ასოციაცია.