ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ილია ღუდუშაურის დაკავებაზე ბრიფინგი 14 :00 საათზე ჩაინიშნა. სადაც სავარაუდო გაირკვევა რა ედავებიან ჯანდაცვის მინისტრს ყოფილ მოადგილეს. 

 ადვოკატის დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით,  ღუდუშაური წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ამ დრომდე მას ბრალი არ აქვს წარდგენილი. 

2022 წლის 3 იანვარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა.

ღუდუშაური სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.  მის საკურატოროში შედიოდა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

ლია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო.

2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის, დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.