თბილისის მერი კახა კალაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

ბოლო ზარს გილოცავთ  ძვირფასო მე-12 კლასელებო!  ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია- შრომით, სწავლით, მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობით, განვითარების სურვილით აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზნებს, რაც დასახული გაქვთ.


მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, რაც არა მხოლოდ თქვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია." - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში".