თბილისის მერი კახა კალაძე მართლმადიდებლებს ქრისტეს შობას ულოცავს
შობას გილოცავთ! უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი ხსნის, სიკეთისა და სიყვარულის მარადიულობის.
ტრადიციად ქცეული, ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზედაც დგას საქართველო. დაე, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს! გილოცავთ! - წერს თბილისის მერი "ფეისბუკზე"




