თბილისის მერი კახა კალაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერად მესამე ვადით აპირებს მოსვლას.
კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნებში დაამარცხებს ოპოზიციის რადიკალურ დაჯგუფებას.
"მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს" - აცხადებს კახა კალაძე.