არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ამის შემდეგ ქალი თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა.
მოგვიანებით, სამართალდამცველებს ქალის დედამ შეატყობინა, რომ მისი შვილი გააუპატიურეს. საქმეზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ახალგაზრდა კაცს პატიმრობა შეუფარდა.
ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს