“პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს და თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთ ფაქტზე პროპაგანდირება არის მდარე სამარცხვინო საქციელი. ამ ქვეყანაში თუ ვინმე თესავს სიძულვილის, ბოროტების წყარო არის ივანიშვილი.” - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წყალტუბოში გარდაცვლილ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთან დაკავშირებით

“პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ერმილე გიგილაძის ოჯახს. სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება - ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს ტელევიზიებიდან. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ყველა დანარჩენი თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი არის დამახინჯებული ტყუილი და აქაც ცდილობთ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოთ რაც არაერთხელ გამოუყენებია ამ ხელისუფლებას. თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული სამარცხვინო პასაჟების გაკეთება არ არის სერიოზული. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

შეგახსნებთ, "იმედის" ინფორმაციით, წყალტუბოში "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "ნაცმოძრაობის" აქტივისტმა, რის შემდეგ გიგიაძე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.