5:0 - "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონია. ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართული გოლი გავიდა. ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ოცნება აიხდინა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო და ლიგის თასი აწია.

მატჩის დასრულების შემდეგ კვარაცხელიამ მედიასთან განაცხადა, რომ ღმერთს მადლობას უხდის, რადგან გოლი გაიტანა და ასეთი დღე აჩუქა.

"რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციებისგან იმდენად დაღლილი ვარ, რომ სიტყვების პოვნა რთულია. პირველ რიგში, ყველას მადლობას გადავუხდი ჩემს გვერდით ყოფნის გამო. ღმერთს ვეუბნებოდი მადლობას, რადგან როდესაც შრომობ და ეს ყველაფერი უკან გიბრუნდება ძალიან სასიამოვნოა და მადლიერი ვარ ამისთვის. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ გოლი გავიტანე და ასეთი დღე მაჩუქა", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.