"რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია. ამასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს არანაირი ნეგატიური კომენტარი არ გაუკეთებია. - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

"რაღაც დელეგაციები უნდა ჩამოვიდნენ მგონი ქალბატონი რასას ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოირჩევიან ფაშისტური განცხადებებით, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. თუ ვინმეს ხელოვნურად რაიმე დაძაბულობა აქვს ჩაფიქრებული, მოვუწოდებთ მათ, რომ ორჯერ დაფიქრდნენ, ვინაიდან თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, ის დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით, ამას ხაზგასმით ვაცხადებ,"- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ის სახალხო დღესასწაულია და დასვენების დღედ არის გამოცხადებული.