„რადიკალურ ოპოზიციაში წარმოუდგენიათ, რომ ერთობლიობაში ძალა შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, სრულიად განადგურებული არიან. მესმის, მათ ფენიქსივით ხელახლა აღდგენის სურვილი აქვთ." - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
" ეს მითიურ წარმოდგენაში შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკაში მას შემდეგ, რა შეცდომებიც დაუშვეს და ქართულ საზოგადოებას რაც გაუკეთეს, ძნელად წარმომიდგენია, ამ პარტიებმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია შეძლონ. სხვადასხვა სახელით, თუ ფერით გაერთიანებაზე მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს, წლებია, საუბრის მიღმა არაფერი გვინახავს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.




