ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ეგზეკუციის სამართლებრივი პროცესი, 7-ჯერ ვარ დაჯარიმებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის. - ამის შესახებ“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

"ჩემმა ადვოკატმა იცის ზუსტად ის თარიღები, რა თარიღებზეც დღეს გასაჩივრება ხდება და შსს რაზედაც მედავება არც ვაქცევ ყურადღებას, რადგან ყველგან ერთი და იგივე მიზეზებია წარმოდგენილი, რომ თითქოს რუსთაველის გამზირს ვკეტავდი, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, რა სანქციაც არ უნდა დამაკისრონ, მე ამის გადახდას არ ვაპირებ,  ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს არ დაუწყია ომი 2008 წელს, ამ ყველაფრის გამო თუ მაჯარიმებენ კი ბატონო, დამაჯარიმონ. დღეს კი მგონია, რომ მაქსიმალურ სანქციებს გამოიყენებენ ჩემს წინააღმდეგ.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

შეგახსენებთ, თებერვლის თვეში აქციაზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, სასამართლო ლევან სანიკიძეს 10 000 ლარს ედავება.