საფრანგეთის ლიგა 1-ში მერვე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟემენმა" სახლში "ლიონს" უმასპინძლა და თამაში მოიგო

მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოგება ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება. 

"მინდა ეს გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა. ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ. გულშემატკივრებმა მას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ჩვენ მოტივირებული ვართ როგორც გუნდი, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ. თუმცა, ეს გამარჯვება განსაკუთრებით ხვიჩას ეძღვნება." - განაცხადა ლუის ენრიკემ. 

 
შეახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენმა"  "ლიონი" 2:0(0:0) დაამარცხა, გოლი 72-ე წუთზე სენი მაიულუმ და  84-ე წუთზე მიკა გოდტსიმ გაიტანეს. 

ცნობისთვის,  საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს და ფრანგულ  კლუბ "პესეჟეს" ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას (მუხლის ტრავმა) , დოჰაში, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტის გამო ოპერაცია ჩაუტარდება.

L’Équipe-იას ცნობით, კვარაცხელიას ოპერაცია ყატარში, „ასპეტარის“ (Aspetar) კლინიკაში ჩაუტარდება.