საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე ესპანეთში მომხდარ ტრაგიკულ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს." - წერს მაკა ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მედია წერს, 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
Deeply saddened by the tragic train accident in Adamuz, Córdoba. I extend my heartfelt condolences to the victims and their families. In this difficult time, Georgia stands in solidarity with the people of Spain. @jmalbares
— Maka Botchorishvili (@MakaB__) January 19, 2026




