საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში

2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში.

 კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში.