ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრს, ტანია მიშჩევიჩს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები, საკანონმდებლო დაახლოების პროცესი და გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.
ხაზი გაესვა კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სერბეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება.