“ქართული ოცნების” რიგითი ტიტუშკა თავს დაესხა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას - დღისით, მზისით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფერზე!
თავდასხმის შემდეგ გრიგოლმა თქვა - "ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის პრივილეგიაა და ვამაყობ ამითო" - ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ! ზუსტად ამიტომ ვიბრძვი ამ ადამიანების მხარდამხარ!
როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! - როცა ჩამოშლის პირას არიან!
P.S გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!" - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ხაზარაძის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "აიპრესი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც კი უწყებისგან მივიღებთ პასუხს, მას მკითხველს გავაცნობთ.