„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, აჩუმებს კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“, – წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე