მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო.

დღეს შეხვედრები სერგიეთის, აბედათის, და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მერის მოადგილეები,  საკრებულოს დეპუტატები  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2026 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები 12 თებერვლიდან - 20 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. პროექტი ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.