სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა. მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".