საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ლიზა იასკოს სარჩელთან დაკავშირებით ჩვენი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის, შესახებ.

მე ღრმად ვაფასებ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატი, გაბედულად მუშაობს თავისი ქვეყნისთვის და ზრდის ჩვენს მშვენიერ ქალიშვილს, ჟასმინს, უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვის ქვეშ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე.

სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი. ამიტომ, დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის ასევე ყოველთვიურად უწევდა ჟასმინს ფინანსურ დახმარებას და ამას დღემდე აგრძელებს.

გარდა ამისა, დედაჩემმა გაყიდა ოჯახის ქონების ნაწილი საქართველოში და 2022 წელს ჟასმინს ბინა აჩუქა კიევის ცენტრში.

რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.
იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად ვიყო ჩემს ქალიშვილთან და მამობრივი სიყვარული და მზრუნველობა გავუწიო მას." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში". 

ვ