„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო - მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

„რა განსხვავებაა დღეს, როცა პედაგოგები გამოდიან და 12-13 წლის ბავშვებს მოუწოდებენ, აქციებზე იარონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ; როცა ეს იდეოლოგია მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამხილონ საკუთარი მშობლები, თუ ფსევდოლიბერალურ ნარატივს არ ეთანხმება და ა.შ.? არაფერი, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია. რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს. ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, მისგან გმირი შექმნეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა.

2024 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალებს.

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.