საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები.

 შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობა.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან.

 შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.