თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს წინასასამართლო სხდომაა. 

17 აპრილს სასამართლომ ნიკა გვარამიას დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახედ 30000-ლარიანი გირაო შეუფარდა. რომლის გადახდის ვადა 7 ივნისს იწურება. 

2025 წლის 16 აპრილს პროკურატურამ პარტია   ნიკა გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო, ბრალი წარუდგინა.  

"საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დავაყენებთ, იმიტომ, რომ რეალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის დაყენებული, როცა იგივეზე არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეს სუფთა სამართლებრივი დეტალია, მაგრამ ცხადია, რომ არაფერი არ მოხდება. მეორე, გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7-ში როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით. ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს. ამას გარდა, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ადამიანები დღემდე ციხეში არიან და მე გარეთ ვიყო, იმიტომ, რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩაში და ეს ხალხი ლამის წამების მსვერპლნი იყვნენ, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ,  ამას მე პირადად არ დავუშვებ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ მაქვს მორალური სასამართლო. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. თავისუფლების შეზღუდვა, ციხე და ა.შ. არ არის მარტივი საკითხი, რომ სხვას ჭკუა დაარიგო ამ თვალსაზრისით", - ამბობს გვარამია.