"უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანოს “კომისიაზე” მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი “გამპრავებელი” ბოდიალი ამას არ უშველის. წერტილი." - ამის შესახებ "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი - ამ საკითხს განიხილავს დღეს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 

კომისიის მეხუთე სხდომაზე დაბარებულები არიან: პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.

კომისიაზე უკვე იმყოფებოდნენ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი და გრიგოლ ვაშაძე.