„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 26 მაისი არ დაემსგავსება 31 მარტს. ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან, იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე ოთხი თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
"პასუხი არის, რომ არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური ართანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაძლიერება, გაფართოება არის გეგმა. საზოგადოება, სულ მცირე, იმსახურებს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე მკაფიო პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.