"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო დაბარებული. თუმცა არ გამოცხადდა.
"ჩემი დღევანდელი პროცესი.არც პროკურორები მივიდნენ“მოსართლემ” შემდეგი სხდომა ხვალ 14:00 ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ." - წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".
ნიკა მელიამ 2025 წლის 23 მაისს განაცხადა: 29 მაისს სასამართლოში ვარ დაბარებული, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე, ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ
ცნობისთვის, 2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვალდებულება დღეს ეწურება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.