ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, ოზურგეთელი ახალგაზრდები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ ღია კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები ბანაკში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცილა.
8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით, ბანაკში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში.
პროექტის მიზანი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, არაფორმალური განათლების მიღება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.